понедельник, 27 февраля 2023 г.

 დაიწყო პროექტის '' ვიცნობდეთ ერთმანეთს'' განხორციელება , რომელიც  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამი სოფლის  სკოლის , კოდა-ჭივჭავი-ჩხიკვთა, ერთმანეთთან დაკავშირებას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში დაწყებითი კლასის მოსწავლეები გაეცნობიან ერთმანეთს, მოიძიებენ ინფორმაციებს  საკუთარი სოფლების შესახებ და გაცვლიან მათ. ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს, როგორც სოციალური უნარების განვითარებას, ასევე ცნობიერების გაზრდას რაიონში არსებული სოფლებისა და მათი წარმოშობის ისტორიის შესახებ. პირველ ეტაპზე, მოსწავლეებმა გაუგზავნეს ერთმანეთს ინგლისურენოვანი წერილები. წაკითხვის პროცესი სახალისო აღმოჩნდა. მოსწავლეები შეეცადნენ, ვირტუალური წარმოდგენა შეექმნათ ერთმანეთზე, რამაც  გაცნობის სურვილი კიდევ უფრო გაზარდა. ახლა  პროექტი გადადის მეორე ეტაპზე, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები თავად შეაგროვებენ ინფორმაციას საკუთარ სოფლებზე და მოემზადებიან ერთანეთის რეალურად გაცნობასა და პრეზენტირებისათვის.